Printed From:

მაგნიუმი - რკინის ნერვების საიდუმლო

სპაზმი და ტკივილი – მაგნიუმის დეფიციტის № 1 თანამგზავრი

მაგნიუმი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის მრავალ პროცესში. ამასთან, ის არეგულირებს ნერვული იმპულსების გადაცემას და მონაწილეობს კუნთების მუშაობაში. წვივის, კისრის, მხრის ან ზურგის კუნთების ხშირი სპაზმი - მაგნიუმის დეფიციტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ეს სიმპტომები ძირითადად ძლიერდება საღამოსკენ. ხშირად სპორტით დაკავებული პირები, გარდა კუნთების ტიკებისა და ტკივილისა, უჩივიან თავის ტკივილს (განსაკუთრებით ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ), ამის შესაძლო მიზეზი მაგნიუმის დეფიციტია.

წინამენსტრუალური სინდრომის გამოვლენა

ჰორმონები ასევე გავლენას ახდენს ორგანიზმში მაგნიუმის შემცველობაზე. თუ ქალი იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს და სხვა ჰორმონალურ პრეპარატებს, გამოხატული აქვს წინამენსტრუალური სინდრომი - იზრდება მაგნიუმის დეფიციტი. ამ დროს ქალებში სტრესის სიმპტომები უფრო ძლიერდება.

რამდენად ხართ დაუცველი სტრესისგან?

გაიარეთ მარტივი ტესტი, რომ გაიგოთ თქვენი დაძაბულობის დონე

როგორია ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის განვითარების მიზეზები?

როგორია ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის განვითარების მიზეზები?

მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმის დღიური მოთხოვნილება 250-400 მგ-ია. ორგანიზმში არ ხდება მაგნიუმის სინთეზი, ხოლო თანამედროვე ცხოვრების პირობებში რთულია მაგნიუმის საკმარისი რაოდენობის მიღება მხოლოდ საკვებთან ერთად.

როგორ შევავსოთ მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში?

ჯანსაღი საკვები ხელს უწყობს მაგნიუმის კონცენტრაციის შენარჩუნებას. ითვლება, რომ მაგნიუმი ყველაზე მეტად არის კაკალში, განსაკუთრებით ნუშში, ასევე ქატოსა და ლობიოში. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა კულტურა მოიყვანება სასუქის გამოყენებით, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს მაგნიუმის შემცველობას საკვებ პროდუქტებში.

დაბალანსებული პრეპარატი, რომელიც აერთიანებს მაგნიუმს ორგანული მარილისა და ვიტამინ В6-ის (პირიდოქსინი) სახით, ეფექტურად ავსებს მაგნიუმის დეფიციტს ორგანიზმში.

უკან დაბრუნება

მაგნიუმი - რკინის ნერვების საიდუმლო

მომატებული სტრესი – მაგნიუმის დაქვეითებული დონე

სტრესი – არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. ხშირად ოჯახური უთანხმოების, ყოველდღიური პრობლემების გამო ჩვენ უგულებელვყოფთ ნაყოფის ემოციური და ფიზიკური დაუძლურების აშკარა ნიშნებსაც კი.

რატომ ემთხვევა სტრესის სიმპტომები მაგნიუმის დეფიციტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს?

მაგნიუმის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება არის ნერვული სისტემის დაცვა. ეს კი ნიშნავს, რომ მაგნიუმის უკმარისობისას მცირდება ორგანიზმის სტრესთან ბრძოლის უნარი.
სტრესი გამოდევნის მაგნიუმს ორგანიზმიდან. თუ ორგანიზმში სტრესით განადგურებული მარაგის შესავსებად, მაგნიუმის დონე არასაკმარისია, ეს აძლიერებს სტრესული მდგომარეობის შემდგომ გაღრმავებას.
ამრიგად, მაგნიუმის დეფიციტს შეუძლია სტრესის მიმართ გამძლეობის შემცირება, ხოლო სტრესის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაკარგვა ახდენს მაგნიუმის დეფიციტის პროვოცირებას.
უკან დაბრუნება

როგორია ადამიანის ორგანიზმში
მაგნიუმის დეფიციტის განვითარების მიზეზები?

რა იწვევს მაგნიუმის დეფიციტს?

სტრესი
დაუბალანსებელი კვება
ავადმყოფობა (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერ ან ჰიპოთირეოზი, გულის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია)
საკვებში ნატრიუმის სიჭარბე (მარილი, არომატის გამაძლიერებლები)
ჭარბი ოფლიანობა (სპორტი, ფიზიკური აქტივობა და ა.შ.)
პრეპარატების მიღება (შარდმდენები, საფაღარათო საშუალებები, ანტიბიოტიკები და სხვა).
მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმის დღიური მოთხოვნილება 250-400 მგ-ია. ორგანიზმში არ ხდება მაგნიუმის სინთეზი, ხოლო თანამედროვე ცხოვრების პირობებში რთულია მაგნიუმის საკმარისი რაოდენობის მიღება მხოლოდ საკვებთან ერთად.
რატომ არ გვყოფნის კვების პროდუქტებში არსებული მაგნიუმი?

ცუდი ათვისება

საშუალოდ კვების პროდუქტებიდან ხდება მაგნიუმის მხოლოდ 1/5-ის ათვისება - დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით. ზოგადად, მაგნიუმი დიდხანს არ ჩერდება ორგანიზმში. მას სჭირდება ე.წ. “ფიქსატორი“. ამ როლს კარგად ასრულებს ვიტამინი В6 (პირიდოქსინი). ის ხელს უწყობს მაგნიუმის ათვისებას და აკავებს მაგნიუმს ორგანიზმის უჯრედებში.

გადამუშავება

პროდუქტებში მაგნიუმის დონე მნიშვნელოვნად მცირდება მათი გადამუშავებისას. მაგალითად ფქვილის ნაწარმში მარცვლოვანთა გადამუშავების შემდეგ მაგნიუმი პრაქტიკულად არ არის.

სასუქის ზეგავლენა

სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქი ამცირებს მაგნიუმის შემცველობას ხილ-ბოსტნეულში.