ამ გვერდზე აღწერილია წესები და პირობები, რომლებიც გამოიყენება ინტერნეტ-ქსელში არსებული ვებ-საიტის http://magneb6.ge/ ყველა მომხმარებლის მიმართ (შემდგომში ტექსტში - “საიტი“). ამ საიტზე შესვლა ნიშნავს თქვენს უპირობო თანხმობას ამ წესებისა და პირობების დაცვასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ წესებსა და პირობებში ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები, ჩვენ გირჩევთ რეგულარულად გაეცნოთ მათ.
1. 1. ინტელექტუალური საკუთრება
ეს საიტი წარმოადგენს სანოფი-ს საკუთრებას (შემდგომში ტექსტში - სანოფი), რომელიც შედის “სანოფის“ კომპანიათა ჯგუფში. საერთო სახე და თითოეული ელემენტი, მათ შორის სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, ლოგოტიპები და დომენები, რომლებიც წარმოდგენილია საიტზე, დაცულია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით და ეკუთვნის სანოფს ან “სანოფის“ კომპანიათა ჯგუფის სხვა კომპანიებს (შემდგომში - “უფლებამფლობელი“), მათი გამოყენებისთვის საჭიროა სათანადო ფორმით წინასწარი ნებართვის მიღება.
დაუშვებელია საიტის რომელიმე კომპონენტის დაკოპირება, აღდგენა, შეცვლა, გადმოტვირთვა, გარდაქმნა, გადაცემა ან სხვა გზით გავრცელება ნებისმიერი მატარებლის გამოყენებით, სრულად ან ნაწილობრივ, უფლების მფლობელის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ხდება მხოლოდ მასმედიაში ბეჭდვის მიზნით ინტელექტუალური საკუთრებისა და ნებისმიერი ნახსენები უფლების დაცვის პირობით. კოპირება ნებადართულია მხოლოდ პირადი არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის თქვენს პირად კომპიუტერზე ან სხვა მოწყობილობაზე ხელახლა გაცნობის მიზნით.
2020 © “სანოფი “ - ყველა უფლება დაცულია.
საიტის ელემენტების ნებისმიერი სანქცირებული გამოყენების შემთხვევაში, არ შეიძლება მათი რაიმე სახით გარდაქმნა, შეცვლა ან შესწორება.
უფლების მფლობელები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ნებისმიერი სახით დარღვევის საკითხზე.
2. ინფორმაციის ხასიათი
საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, განსაკუთრებით ფინანსური ხასიათის ინფორმაცია, არ განიხილება, როგორც ინვესტირების წახალისება. არავითარ შემთხვევაში შეიძლება მისი განხილვა, როგორც კომპანია სანოფის ან/და “სანოფის“ ჯგუფის სხვა კომპანიების აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების შეკვეთის წინადადება ან ღიად განთავსება ან შეკვეთის, შესყიდვის ან გაცვლის შეთავაზება. სანოფი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ საიტზე განთავსებული ფინანსური ხასიათის ინფორმაცია რეგულარულად განახლებადია (თუ ფინანსური მონაცემების წარდგენა ხდება ინტერაქტიულ რეჟიმში).
საიტზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას ექსპერტების დასკვნები, რომლებთანაც გავლილია კონსულტაცია ამ საიტის შინაარსთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე, ან პრესაში გამოქვენყებული სტატიების ამონარიდები. აღნიშნული სახის ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ ექსპერტ-კონსულტანტის ან სტატიის ავტორის მოსაზრებას და შეიძლება არ ასახავდეს “სანოფის“ კომპანიათა ჯგუფის პოზიციას.
შესაბამისი ექსპერტები არ წარმოადგენენ “სანოფის“ კომპანიათა ჯგუფის თანამშრომლებს და არ ღებულობენ ანაზღაურებას მათი დასკვნების გამოყენებისთვის “სანოფის“ ჯგუფის კომპანიებისგან. სანოფი არ აგებს პასუხს ნებისმიერი წარმოდგენილი ინფორმაციის ან დასკვნის სიზუსტესა თუ სისრულეზე. ექსპერტთა დასკვნები გამოხატავს მხოლოდ ავტორის მოსაზრებებს და არავითარ შემთხვევაში შეიძლება მათი განხილვა სანოფის ან “სანოფის“ ჯგუფის კომპანიების დასკვნის ან მოვალეობის სახით.
საიტი ასევე შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის, სამედიცინო საკითხების ან სამედიცინო მკურნალობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის საიტზე გამოქვეყნება ხდება მხოლოდ გაცნობის მიზნით და არ გამოიყენება თქვენი ექიმის კონსულტაციის ნაცვლად. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინფორმაციის გამოყენება არ შეიძლება დაავადების ან ფიზიკური მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის ან საიტზე წარმოდგენილი პრეპარატების გამოსაწერად ან გამოყენებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
3. სხვა საიტების ბმულები
მესამე პირის არცერთი საიტი, რომელზეც შეიძლება გადასვლა მოცემული საიტიდან, არ იწვევს სანოფის ან “სანოფის“ კომპანიათა ჯგუფის პასუხისმგებლობას. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ასეთი მესამე პირის საიტის შინაარსს, რომელიც სრულად დამოუკიდებელია სანოფისგან. გარდა ამისა, საიტზე არსებული მესამე პირის საიტის ბმული ნებისმიერ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ სანოფი ეთანხმება ასეთი საიტის ნებისმიერი ფორმის შინაარსს ან, კერძოდ, ამ შინაარსის შესაძლო გამოყენებას.
ამასთან, თქვენ პირადად აგებთ პასუხს უსაფრთხოების ზომების მიღებაზე ამ საიტიდან ნებისმიერი სახის ინიცირების წინააღმდეგ, კერძოდ კი ერთი ან რამდენიმე კომპიუტერული ვირუსის, ტროიანების ან სხვა მავნებელი პროგრამების ინიცირების წინააღმდეგ.
სხვა საიტები შეიძლება შეიცავდეს ჰიპერტექსტულ ბმულებს ამ საიტზე. ასეთი ბმულები არ შეიძლება შექმნილ იქნას სანოფის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში სანოფი არ აგებს პასუხს ამ საიტებზე წვდომის არ არსებობაზე, ასევე არ ახორციელებს ასეთი საიტების დეტალურ განხილვას, კონტროლსა და დამტკიცებას და არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსზე, ამ საიტებზე წარმოდგენილ რეკლამაზე, პროდუქტებზე და სხვა კომპონენტებზე.
4. პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია
4.1 სანოფი არ გაუმჟღავნებს მესამე პირებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც მიუთითებთ უკუკავშირის ფორმაში ამ საიტზე ან ელექტრონული ფოსტით. ასეთი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთვის შეძლებისდაგვარად ეფექტური და სრული პასუხის მიწოდების მიზნით.
საიტის უკუკავშირის ფორმის ან სანოფის ელექტრონული ფოსტის გამოყენებით თქვენ გამოხატავთ ერთმნიშვნელოვან თანხმობას თქვენს მიერ სანოფისთვის შესაბამისი კომუნიკაციით მიწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ფორმაში მითითებული მოცულობითა და პირობებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას, კერძოდ:
1) მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება;
ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი;
გ ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
დ ) რა გზით შეგროვდა მონაცემები ;
ე ) ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ფორმას ირჩევს მონაცემთა სუბიექტი. მონაცემთა სუბიექტისათვის “ე“ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები, კანონის თანახმად, საჯაროა. აღნიშული ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ. გამონაკლის შემთხვევებში, მონაცემები შესაძლებელია მიეწოდოს მონაცემთა სუბიექტს მოგვიანებით, მაგრამ მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ასეთი გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც მონაცემთა დამმუშავებელი საჭიროებს ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან მასთან კონსულტაციას; მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; ან სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
რაც შეეხება, საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას, პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.
2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 22-ე და 23-ე მუხლები განსაზღვრავენ მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების მოთხოვნის უფლებას, კერძოდ:
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.
3) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს, მონაცემთა სუბიექტის უფლებას, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება.
მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა სუბიექტის მიერ ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ მისივე თანხმობით დამუშავებულ ინფორმაციაზე.
4) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 26-ე მუხლის განსაზღვრავს მონაცემტა სუბიექტის მიერ საჩივრის აღძვრის უფლებას:
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
დამატებით, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საქმის განმხილველ ორგანოს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე. მონაცემთა სუბიექტს აგრეთვე უფლება აქვს, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
5) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი 24-ე მუხლით, ზემოთ პირველ და მეორე ნაწილებში დასახელებული უფლებები შესაძლებელია შეიზღუდოს, თუ ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ა) ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
გ) დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას;
დ) ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ) ინტერესებს;
ე) მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.
შესაბამისი მოთხოვნების გაგზავნა შეგიძლიათ სანოფის მისამართით საიტზე უკუკავშირის ფორმის შევსებისა და გაგზავნის გზით ან შემდეგ საფოსტო მისამართზე:
შარტავის ქ.41 თბილისი, 0106, საქართველო
4.2 საიტი არ არის განკუთვნილი თქვენგან კონფიდენციალური ინფორმაციის მისაღებად. შესაბამისად, გარდა პერსონალური მონაცემებისა, ნებისმიერი ინფორმაცია, მიუხედავად მათი ფორმისა - დოკუმენტი, მონაცემები, გამოსახულება, შეკითხვა, წინადადება, კონცეპცია, კომენტარი და ა.შ., რომელსაც თქვენ აგზავნით საიტზე უკუკავშირის ფორმის საშუალებით, არცერთ შემთხვევაში ჩაითვლება კონფიდენციალურად. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაგზავნის ფაქტით თქვენ გვაძლევთ თანხმობას ასეთი ინფორმაციის გამოყენებაზე, წარმოებაზე, გამოქვეყნებაზე, შეცვლასა და გადაგზავნაზე თქვენი მოთხოვნის დამუშავების მიზნით.
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სანოფი ცდილობს განახორციელოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს საიტზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და აქტუალურობა. სანოფი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს მოახდინოს საიტის შინარსის კორექტირება წინასწარი შეტყობინების გარეშე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სანოფს არ ეკისრება პასუხისმგებლობა:
ამ საიტის ან ნებისმიერი სხვა საიტის კომპონენტები მიეთითება იმ სახით, “როგორც არის“. პირდაპირი ან არაპირდაპირი გარანტიების გარეშე. სანოფი არ წარმოადგენს რაიმე სახის პირდაპირ თუ არაპირდაპირ გარანტიას, შეზღუდვის გარეშე საბაზრო ღირებულების ან მოთხოვნებთან შესაბამისობის მიმართ ნებისმიერი კონკრეტული მიზნით გამოსაყენებლად.
6. საიტის ხელმისაწვდომობა
თქვენ აღიარებთ, რომ (i) ტექნიკურად შეუძლებელია საიტის შექმნა ხარვეზების გარეშე და სანოფი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს აღნიშნული; (ii) ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს საიტის დროებითი ხელმიუწვდომლობა; ასევე (iii) საიტის ფუნქციონირებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა მოვლენებმა ან/და ფაქტორებმა, რომლის გაკონტროლებაც სანოფს არ შეუძლია, კერძოდ კი გადაცემისა და კომუნიკაციის საშუალებები თქვენსა და სანოფს შორის, სანოფსა და სხვა ქსელებს შორის.
სანოფს ან/და მის მიმწოდებლებს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს ან შეწყვიტოს დროებით ან მუდმივად საიტის ან მისი ცალკეული ნაწილების ფუნქციონირება საიტის ტექნიკური მომსახურების ან/და გაუმჯობესების, ან/და შეცვლის მიზნით. სანოფს არ ეკისრება ვალდებულება საიტზე ნებისმიერ ცვლილებებზე, ფუნქციონირების შეჩერებაზე ან შეფერხებაზე.
7. ინფორმაცია პროდუქციის შესახებ
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს და გამოქვეყნებულია საიტზე, შეიძლება შეიცავდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ მითითებებს “სანოფის“ კომპანიათა ჯგუფის პროდუქტებზე, პროგრამებსა და მომსახურებაზე, რომლებიც არ იყო გამოცხადებული ან ხელმიუწვდომელია ზოგ ქვეყანაში ან რეგიონში, ან რომელიც შეიძლება მიწოდებულ იქნას სხვა დასახელებით და შეიძლება ექვემდებარებოდეს სხვა რეგულირებას ან გამოყენების სხვა პირობებს ქვეყნის მიხედვით. ასეთი მითითებები არ ნიშნავს, რომ “სანოფის“ კომპანიათა ჯგუფს განზრახული აქვს ასეთი პროდუქციის, პროგრამისა თუ მომსახურების გაყიდვა თქვენს ქვეყანაში. მიმართეთ სანოფს, რათა მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი პროდუქციის, პროგრამების და მომსახურების შესახებ.
8. იურიდიული დებულებები
მოცემული საიტი და მისი შინაარსი რეგულირდება საქართველოს კანონით და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ექცევა საქართველოს სასამართლო იურისდიქციაში.
9. წესები და პირობები
9.1 საიტის გამომცემი: სანოფი