მოზრდილებისთვის “ბავშვი” — ნიშნავს იყო მხიარული და ცელქი, მაგრამ თანამედროვე ცხოვრება კარნახობს საკუთარ რიტმს, რომელიც მოქმედებს არა მხოლოდ მოზრდილებზე, არამედ ბავშვებზეც. სწავლა, საკონტროლოები და გამოცდები, ფიზიკური დატვირთვა და დამატებითი მეცადინეობა, კონფლიქტი მშობლებთან და თანატოლებთან ხდება ბავშვის ემოციური დატვირთვის მიზეზი. იწურება შინაგანი რეზერვები, რაც თავის მხრივ იწვევს მაგნიუმის დეფიციტს და ბავშვის ცხოვრებაში ჩნდება სტრესი. ასევე დამტკიცებულია, რომ მაგნიუმის დეფიციტის დროს სტრესი ვითარდება გარე გამაღიზიანებლების გარეშეც კი.
ტიკები, კუნთების სპაზმი და ტკივილი — ხშირი მოვლენაა ბავშვებში ორგანიზმში მინერალების: კალიუმის, კალციუმისა და განსაკუთრებით მაგნიუმის დისბალანსით. მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული სპაზმი ძლიერდება საღამოსკენ და შეიძლება გახდეს ცუდი ძილის მიზეზი. ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი, გარდა ნერვული ტიკებისა და კუნთების ტკივილისა, უჩივიან თავის ტკივილს (განსაკუთრებით ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ). მშობლები ეძებენ პრობლემის სათავეს ფიზიკურ დატვირთვაში, სინამდვილეში კი მიზეზი ნაკლებად თვალსაჩინოა - მაგნიუმის დეფიციტი.
]მაგნიუმი – ნერვული სისტემის ბუნებრივი სტაბილიზატორი
ორგანიზმი არ გამოიმუშავებს მაგნიუმს, მისი ათვისება ხდება საკვებთან ერთად ან ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების სახით.